ქუთაისის საპატიო მოქალაქეებს სამკერდე ნიშნები გადაეცათ
ქუთაისის საპატიო მოქალაქეებს მათთვის დამზადებული სამკერდე ნიშნები გადაეცათ. საპატიო ჯილდო სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 36-მა წარმატებულმა ქუთაისელმა მიიღო.
დღესვე, ღვაწლმოსილი ქუთაისელის სტატუსი ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრის მომღერალს, შალვა ქებაძეს გადაეცა.
„დღეს საპატიო ქუთაისელებს შევხვდით. ეს ადამიანები ნამდვილად საამაყონი არიან ჩვენი ქალაქისთვის, რომელთა საქმიანობა, შემოქმედება საზგადოებრივი ცხოვრება დაკავშირებულია ქუთაისთან. მინდა მადლობა გადავუხადო მათ და მჯერა ისინი კვლავ ჩვეული ენერგიით, მათი საქმით და შემართებით ისევ ჩვენი ქალაქის სასიკეთოდ იღვაწებენ. ჩვენის მხრივ კი მუდამ მზად ვართ მათი ჩართულობით კიდევ ბევრი საქმე გავაკეთოთ ქუთაისისთვის“, -განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა