|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული ოთხი მაღაროელი პატიმრობაში დატოვა

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული მაღაროელები პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე მათ გირაოპს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლის განცხადებით, არის მიმალვის საფრთხე.

შეგახსენებთ, მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავეს.

საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მათ ბრალი დაუმძიმდათ. მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, აჩიკო ჭუმბურიძეს და თენგო გველესიანს კი მონაწილეობას ედავებიან.

დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით ჭიათურაში საპროტესტო აქცია გრძელდება.  ჭიათურაში დღეს უწყვეტი პროტესტის 150-ე და შიმშილობის 29-ე დღეა. ამ დროისთვის შიმშილობს 8 ადამიანი. მაღაროელების განცხადებით, გაჩუმებას არ აპირებენ.

 

ავტორი: ნიუპრესი