|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში "საქნახშირის" საქმის არსებითი განხილვა იწყება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ტყიბულის შახტში მომხდარი აფეთქების ფაქტზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღეს "საქნახშირის" საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან და დაიკითხებიან მოწმეები.

ერთ-ერთი ბრალდებულის გოჩა ქასრაშვილის ადვოკატის გიორგი ლეკიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება 5 ბრალდებულს მათ, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ.

მათი ადვოკატი საქმის გადადებას მოითხოვს, რადგან მისი თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფების შემთხვევაში გამოსაკვლევი არაფერია, რადგან ბრალდებას აღიარებენ.

შეგახსენებთ, საქმე ეხება 5 აპრილს მომხდარ აფეთქებას, რასაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო მოპოვებითი სამუშაო წარმოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი