ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტზე ვინ ისარგებლებს უფასო და შეღავათიანი მგზავრობის უფლებით?
ქუთაისში უფასო და შეღავათიანი მგზავრობის უფლებით სარგებლობს მომხმარებელთა რამდენიმე კატეგორია, - ინფორმაციას
ქუთაისის მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომპანია მგზავრებს მოწესრიგებულ მგზავრობის სისტემას და შესაბამისი ტიპის სამგზავრო ბარათებს სთავაზობს.
"ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილის №177 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების თანახმად,
ქალაქ ქუთაისის
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე უფასო მგზავრობის უფლება მიეცათ:
1. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებსა და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე პირს/მხარდამჭერს.
2. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებსა და სამხედრო ძალების ვეტერანებს.
3. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს.
4. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს.
5. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე პირებსა და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე პირს/მხარდამჭერს.
6. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომის შემდგომ გარდაცვლილთა (უგზო-უკვლოდ დაკარგულთა) ოჯახების წევრებს". - ნათქბამია კომპანიის განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა