ქუთაისის სასამართლომ 17 უბნის ბათილობის შესახენ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მესამე სექტორმა სასამართლოს სარჩელით გუშინ მიმართა და ქუთაისში 17 უბნის შედეგების ბათილად ცნობა და კომისიის თავმჯდომარეების დისციპლინური პასუხისმგებლობა მოითხოვა.
სასამართლო პროცესს აღნიშნული უბნების კომისიების თავმჯდომარეებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც მესამე სექტორის ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ მსგავსი ტიპის დარღვევები მათ საარჩევნო უბნებზე არ ყოფილა.
ავტორი:
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 85.71%
არა - 14.29%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა