|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სასამართლოში მაღაროელების საქმის არსებითი განხილვა იწყება

დღეს, 1 აგვისტოს, ქუთაისის სასამართლოში დაკავებული მაღაროელების მერაბ სარალიძის, არჩილ ჭუმბურიძის, გიორგი ნეფარიძისა და თენგიზ გველესიანის სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა იწყება. პროცესი 14:00 საათზე დაიწყება. 

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, საქმეს მოსამართლე თამარ მაზანაშვილი განიხილავს, რომელიც მოსამართლედ 18 ივლისს დაინიშნა და მაღაროელების საქმე ერთ-ერთი პირველია, რომელსაც იგი მოსამართლის რანგში განიხილავს.

ისინი  28 აპრილს, ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარი ინციდენტის, შემდეგაც დააკავეს.  გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.

 სახელმწიფოს მხრიდან სრული უგულებელყოფის, მიტოვების და უმძიმესი უსამართლობის განცდის ფონზე, ჭიათურელი მაღაროელები უკვე 150 დღეზე მეტია უწყვეტად აპროტესტებენ მათი უფლებების უმძიმეს დარღვევებს. კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" თებერვლიდან შეწყვიტა მაღაროელებისთვის კუთვნილი ხელფასების გადახდა და მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ამ მდგომარეობამ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მწვავე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რადგან კომპანიაში დასაქმებული ასეულობით მაღაროელი საბაზისო შემოსავლის გარეშე დარჩა. ამასთან, კომპანიაში გამოცხადებული უკანონო რეორგანიზაციის შედეგად, ასობით მაღაროელი სამსახურიდან გათავისუფლდა.

ავტორი: