ქუთაისის სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტების საქმის განხილვა დაიწყო
„თავისუფლება მზიას", „ცეცხლი ოლიგარქიას"- ამ შინაარსის მოწოდებები ისმის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, პროცესზე დასასწრებად და სოლიდარობისთვის არიან შეკრებილი. მათ სასამართლოს ფოიეში საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და ასე შეაცილეს ის პირები დარბაზში, რომელთა პროცესიც იმართება.
ცხრა ადამიანის საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს.
ჟურნალისტებს და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის174-პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილით ედავებიან. მათ წინააღმდეგ საქმე 26 იანვარს მოსამართლის სახლთან შეკრების და პროტესტის გამო აღიძრა. შეკრებილები მზია ამაღლობელის პატიმრობას და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.
ავტორი: