ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე
საქმიანობის მოკლე აღწერილობა: ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დადგენილი სვლაგეზებით მგზავრთა გადაყვანა.
აუცილებელი მოთხოვნები: ასაკი: 25 – 65 წწ - მამაკაცები და 25 – 60 წწ - ქალები, ‘’D’’ კატეგორიის მართვის მოწმობა, მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება, არ უნდა ეწეოდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც შეუთავსებელი იქნება აღნიშნულ სამსახურთან.
უპირატესობა მიენიჭება ტექნიკური განათლების მქონე აპლიკანტებს.
ძირითადი მოვალეობები: სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მართვა, მგზავრთა კომფორტული გადაყვანა, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური სახელმძღვანელოს ცოდნა, უშუალო ხელმძღვანელისთვის, ტრანსპორტის გაუმართაობის შემთხვევაში, მისი ტექნიკური მდგომარეობის თაობაზე ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, შრომითი უსაფრთხოებისა და შინაგანაწესის განუხრელად დაცვა.
პიროვნული მახასიათებლები: დისციპლინირებულობა, პუნქტუალურობა, ყურადღება დეტალების მიმართ, პასუხისმგებლიანობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი. #დასაქმება
ავტორი: ნიუპრესი