ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსისთვის 500 მილიონი დოლარი გამოიყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და მის მიმდებარედ კომპლექსის მშენებლობისას ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად სხვა პროექტებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
დოკუმენტს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და ფონდ „ქართუს“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა მოაწერეს ხელი.
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას მართვის ორგანოს არჩევამდე განათლების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია შეასრულებს.
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 2019 წლიდან მიიღებს პირველ სტუდენტებს. პროექტზე 500 მილიონი დოლარი დაიხარჯება. უნივერსიტეტი 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი.
ამ თემაზე: „ქუთაისი - საუნივერსიტეტო ქალაქი“ - რეალობა, თუ მორიგი დაპირება?
ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი ოფიციალურად დარეგისტრირდა
ავტორი: ნიუპრესი