|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისთან ახლოს, ტყეში აშენდება" (VIDEO)

"ქუთაისთან ახლოს არის უნიკალური  ტყე, სადაც საუნივერსიტეტო ქალაქი აშენდება",- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდურ და ონლაინმედია საშუალებებთან შეხვედრაზე, "ნიუპრესის" ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

”ქუთაისთან ახლოს, უნიკალური ადგილია  ტყეში. ცოტა დატბორილია ის ადგილი და  გეოლოგები იკვლევენ. 200 ათასი ტონაა ნალექია გამოსატანი და გრუნტიც  შესავსები. მეუბნებიან, როგორ ვქნათო და მე ვპასუხობ, რომ აუცილებლად იქ უნდა გაკეთდეს.  ისევე, როგორც  საზღვარგარეთ არის ტენდენცია, რომ ქალაქგარეთ იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი. სამუშაოები საკმაო ხარჯიანი იქნება,  ამის გამო  ჩემს  თანხმობას ითხოვდნენ  და მე გუშინ კიდევ ერთხელ დავუდასტურე", - განაცხადა ივანიშვილმა. 

მისივე განცხადებით, საუნივერსიტეტო კომპლექსი არ იქნება  ვინმეს საკუთრება. "ეს იქნება სახელმწიფო სსიპ, ისევე როგორ სამეცნიერო ცენტრი  დიღომში და მიიღებს დაფინანსებას.  "ქართუ" არ იქნება კერძო მესაკუთრე, იქნება მხოლოდ კერძო დამფინანსებელი”, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, დეტალური გეგმა არსებობს  ქუთაისის მერიაში. 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა