ქუთაისის სახელოვნებო სკოლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდა
ქუთაისის სახელოვნებო სკოლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდა.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ა(ა)იპ „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელი ვაჟა ჯუღელი #1 მუსიკალურ სკოლაში მივიდნენ და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ.
მეცადინეობები რეგულაციების დაცვით ტარდება.
“რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, კულტურულ-სახელოვნებო სკოლების მოსწავლეები თავიანთ აუდიტორიებს და ინსტრუმენტებს დაუბრუნდნენ. პროცესი რეგულაციების დაცვით განახლდა და ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაციებს დაიცავს როგორც დირექცია, ასევე მოსწავლეებიც და მათი მშობლებიც“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა
მისივე თქმით, ქალაქის სახელოვნებო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოებიც ჩატარდა, განახლდა როგორც შენობების ინტერიერები, ასევე გარე იერ-სახეც მოწესრიგდა.
ავტორი: ნიუპრესი