ქუთაისის სკოლებში პანდუსები დამონტაჟდება
ქუთაისის #3 და #15 საჯარო სკოლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ადაპტაციისთვის პანდუსები მოეწყობა. მერიამ 9 184 ლარიანი ტენდერი განმეორებით გამოაცხადა. პირველად გამოცხადებული ტენდერით პანდუსი რვა სკოლაში უნდა დამონტაჟებულიყო, თუმცა გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტის წარდგენა დააგვიანა, რისთვისაც მერიამ სანქცია დააკისრა.
ამჯერად გამოცხადებული ტენდერით ორი სკოლის გარდა პანდუსი მოეწყობა ნიკეას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსზე. მიმდინარე წელს პანდუსების მოსაწყობად ბიუჯეტში 100 000 ლარია გათვლილი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




















