|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სპორტის სასახლეში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

ქუთაისის სპორტის სასახლეში ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილისა და მსოფლიო ვიცე-ჩემპიონის, აკაკი კიბორძალიძის სახელობის ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ტურნირში 200-მდე ჭაბუკი ძიუდოისტი მონაწილეობდა.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრო.

„ქუთაისის სპორტის სასახლეში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენი ლეგენდარული ძიუდოისტების დავით ხახალეიშვილისა და აკაკი კიბორძალიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი.

200-მდე ჭაბუკი ძიუდოისტი მონაწილეობდა შეჯიბრში.

ტურნირი ქუთაისის მერიის ინიციტივით დაფუძნდა და ყოველწლიურად გაიმართება. ამ სახის სპორტული ღონისძიებები მნიშვნელოვანია როგორც ახალი თაობის სპორტსმენების მხარდასაჭერად, ასევე ქუთაისის პოპულარიზაციისათვის“,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი