ქუთაისის თავშესაფარში მარტვილიდან გადაყვანილ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა
მარტვილიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას.
სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 14 აპრილს, სოფელ ბანძადან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით, იზოლირებულად, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ცოფი ლაბორატორიულად დაუდასტურდა (გამოცდის ოქმი #2465).
„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემთხვევის შესახებ აცნობა ყველა შესაბამის უწყებას; დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები – დაავადების კერაში გამოცხადდა კარანტინი; ჩატარდა დეზინფექცია, მათ შორის, ცხოველთა თავშესაფარში; მიმდინარეობს ცოფის ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დაწესდა მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ყველა იმ პირს, რომელსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში, „ორი ნაბიჯის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კონტაქტი ჰქონდა უპატრონო ძაღლთან, ვაქცინაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და დაუკავშირდეს შესაბამის სამსახურს“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
ავტორი:



21:52
















