|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. გაფიცულების თქმით, მათ რამდენიმე თვის ხელფასი არ მიუღიათ.

პროტესტის ნიშნად ერთი თვეა მუშაობაზე უარი განაცხადეს, დღეს კი ანაზღაურების მოთხოვნით, დამქირავებელი კომპანიის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.

მათი თქმით, ისინი კომპანიებმა "დ ტ ინჟინერინგმა" და "დეკონმა" დაიქირავა და ხელფასებზე ხარვეზები პერიოდულად აქვთ. გაფიცულია დაახლოებით 40 ადამიანი.

ხელფასის დაგვიანების ფაქტს ადასტურებს კომპანიის წარმომადგენელი და განმარტავს, რომ გარკვეული პრობლემა შეიქმნა და დავალიანება ერთ კვირაში დაიფარება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი