|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის “ტორპედო” აუქციონზე 577 017 ლარად გაიყიდა

ქუთაისის “ტორპედო” გაიყიდა. აუქციონზე მისმა ღირებულებამ 577 017 ლარი შეადგინა.

გუნდის ახალი მფლობელი "ნიუ ვიჟენი“ გახდა, რომლის წარმომადგენელი დავით კერესელიძეა.  

ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბი “ტორპედო” აუქციონზე რამდენიმე თვის წინ გაიტანა.

 კლუბით დაინტერესებული იყო ასევე აიეტ კუკავა, რომელიც "ალიანს ჯგუფს" წარმოადგენს.

აუქციონის პირობებით, ახალ მფლობელს  3.000.000 (სამი მილიონი) ლარის ფარგლებში კლუბის ვალდებულებების დაფარვა მოუწევს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა