|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ტორპედო" აუქციონზე იყიდება

ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბი  ტორპედო აუქციონზე გამოიტანა. არსებული ინფორმაციით, კლუბის მიმართ ინტერესი  ორ კომპანიას აქვს.  ესაა:  „ნიუ ვიჟენი“ , რომლის წარმომადგენელი დავით კერესელიძეა და აიეტ კუკავა "ალიანს ჯგუფით".

აუქციონის პირობებით,  ახალ მფლობელს კლუბთან მიმართებაში მთელი რიგი ვალდებულებები ექნება: 

 კლუბის  განვითარებისათვის, ყოველწლიურად განახორციელოს მინიმუმ 1.000.000 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიცია, გარდა ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსებისა. საფეხბურთო სკოლა-აკადემიისა და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირების (წელიწადში 100-200 ბავშვზე) უზრუნველყოფა, ასევე, კლუბის ვალდებულებების დაფარვა  3.000.000 (სამი მილიონი) ლარის ფარგლებში.

აუქციონის პირობაა, რომ არ შეცვალოს შპს „საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) სპორტული პროფილი „ფეხბურთი“ და სახელწოდება. მოზიდული ინვესტიციის 10% გამოიყენოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის, თუ აღნიშნული არ შეეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას.

პირობებიდან ერთ-ერთის შეუსრულებლობის შემთხვევაში შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“  100%-იანი წილი საკუთრებაში უბრუნდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს. 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი თავის მხრივ, ვალდებულებას იღებს მყიდველს ხელი შეუწყოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, რისთვისაც, კანონით დადგენილი წესით, სარგებლობაში საფეხბურთო ბაზას გადასცემს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა