|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ტორპედომ" მოლდოვის "შერიფი" დაამარცხა

ქუთაისის "ტორპედო" მოლდოვის "შერიფი" ანგარიშით 2-1 დაამარცხა.  თამაში, განსაკუთრებით კი მეორე ტაიმი, ქუთაისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა.  პირველი გოლი მოლდოველმა ფეხბურთელმა გაიტანა, რამდენიმე წუთში  ქუთაისელთა 23 ნომერმა გიორგი ქიმაძემ შეძლო ანგარიშის გათანაბრება. მეორე გოლი კი მეორე ტაიმში  გიორგი კუხიანიძემ გაიტანა. 

"ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ამ მატჩის წინ გუნდი გადაახალისა,  7 ახალი ფეხბურთელი დაამატა,  მათგან 4 არის ლეგიონერია. მწვრთნელის განცხადებით, გუნდს შეთანამშება აკლია და ყველაფერს გააკეთებენ, რომ გუნდმა შედეგი დადოს.

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედო" მოლდოვურ  გუნდს განმეორებით 18 ივლისს შეხვდება. 

 გამარჯვების შემთხვევაში, ქუთაისის მომდევნო მეტოქე მაკედონიისა და უელსის გუნდებს შორის გამარჯვებული გახდება. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი