|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელები მოედანზე გასვლაზე უარს აცხადებენ

ქუთაისის  "ტორპედოს" ფეხბურთელები მოედანზე გასვლაზე უარს აცხადებენ, მიზეზი მიუღებელი ხელფასებია.  

როგორც კლუბში აცხადებენ,  4 ივლისს, ეროვნული ლიგის 21-ე ტურში  "ტორპედოს" სათადარიგო შემადგენლობით ითამაშებს. 

ფინანსური პრობლემების გამო "ტორპედო" ოფიციალურად ლეგიონერმა სამუელ ინკუმმა უკვე დატოვა.

ქუთაისის "ტორპედოში" კვლავ მერის ბალანსზე არის. გაურკვეველი მიზეზების გამო არ მოხდა კლუბის  იტალიელი ინვესტორისათვის გადაცემა , რომელმაც ტორპედოს მილიონზე მეტი თანხა გადაურიცხა.

რა გახდა შეთანხმების ჩაშლის მიზეზი, ამის შესახებ საუბარს ქუთაისში ყველა თავს არიდებს. "ნიუპრესის" ინფორმაციით, იტალიელი ინვესტორი მის მიერ დახარჯული თანხების უკან დაბრუნებას ითხოვს. 

ავტორი: ნიუპრესი