ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელებს გუნდის პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა ხვდება
ქუთაისის "ტორპედოს" სამწვრთნელო ბაზაზე გუნდის პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა ფეხბურთელებს ხვდება. შეხვედრის მიზეზი გუნდში არსებული პრობლემებია.
ადმინისტრაცია დღეს გააცნობს გუნდს გადაწყვეტილებას, დარჩება თუ არა ზაალ ჩაჩავა "ტორპედოში".
არსებული ინფორმაციით, ადმინისტრაცია დავალიანების დაფარვას ვერ ახერხებს.
ფეხბურთელებს ორი თვის ხელფასი არ აუღიათ. ადგილზე იმყოფებიან "ტორპედოს" გულშემატკივრები.
"ტორპედოში" სახელფასო დავალიანება რამდენიმე თვის წინაც იყო. როგორც მაშინ მენეჯერი "ნიუპრესთან" განმარტავდა, ხელფასების პრობლემა მოგვარდა და კლუბის დატოვებას არავინ გეგმავდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა