ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელის 2 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება სჭირდება
ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელის, ნიკა სანდოხაძის 2 წლის გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება გერმანიის რევმატოლოგიურ კლინიკაში გადაყვანა, - ინფორმაციას საფეხბურთო კლუბის ფეისბუქგვერდი ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებისათვის მიმართავს.
"ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელის, ნიკა სანდოხაძის 2 წლის გოგონას, ნინა სანდოხაძეს დაუსვეს იშვიათი დიაგნოზი: იუვენილური ართრიტი სისტემური დასაწყისით. საქართველოში ჩატარებულმა ოთხთვიანმა მკურნალობამ სამწუხაროდ შედეგი ვერ გამოიღო, პრეპარატებმა გამოიწვია ძლიერი რეაქცია, რამაც ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა. პატარა ნინას სასწრაფოდ ესაჭიროება გერმანიის რევმატოლოგიურ კლინიკაში გადაყვანა, ზუსტი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობა, რადგან ნინას აქვს მაღალი ტემპერატურა, გადიდებულია ღვიძლი, გულის პერიკარდში ჩამდგარია სითხე. ბავშვს აქვს გამონაყარი და განიცდის სახსრების ძლიერ ტკივილს. გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება, დაგვიდგეთ გვერდში, რათა ყველამ ერთად შევძლოთ 2 წლის ნინა სანდოხაძეს გამოჯანმრთელება", - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გოგონას დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა მითითებულ ანგარიშებზე შეუძლიათ.
GE58TB7854045061100013
მიმღები: მარიამ კუტალაძე
GE25BG0000000163049600
მიმღები: ნიკა სანდოხაძე
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა