|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელი ბიორნ იონსენი 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

მამაკაცთა შორის საქართველოს ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელი, ნორვეგიელი ბიორნ იონსენი დასახელდა, ხოლო ქალთა შორის – „ნიკე-ლუსოს“ თავდამსხმელი – თეონა ბაქრაძე.

 საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის 2025 წლის სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც საუკეთესოები მამაკაცთა და ქალთა შორის სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინეს, თბილისში გაიმართა.

მამაკაცთა შორის სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები:

სეზონის საუკეთესო მეკარე – გიორგი მაკარიძე („იბერია“)
სეზონის საუკეთესო მცველი – გიორგი ჯგერენაია („იბერია“)
სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი – გიზი მამაგეიშვილი („იბერია“)
სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი – ბიორნ იონსენი („ტორპედო“)
სეზონის საუკეთესო ბომბარდირი – ბიორნ იონსენი („ტორპედო“, 21 გოლი)
სეზონის საუკეთესო მწვრთნელი – გუგა ნერგაძე („იბერია“)
სეზონის საუკეთესო გოლი – დავით მუჯირი („გაგრა“)

სიმბოლური გუნდი:

მეკარე: მაკარიძე („იბერია“)
მცველები: ვარლეი („ტორპედო“), აგიაკვა, ჯგერენაია, ჯინჯოლავა (სამივე – „იბერია“)
ნახევარმცველები: კონტე, ანდრონიკაშვილი (ორივე – „დილა“), ქარდავა, მამაგეიშვილი (ორივე – „იბერია“)
თავდამხმელები: ფანცულაია („სამგურალი“), იონსენი („ტორპედო“)

ქალთა შორის სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები:

სეზონის საუკეთესო მეკარე – თათია გაბუნია („ლანჩხუთი“)
სეზონის საუკეთესო მცველი – სალომე გასვიანი („ნიკე-ლუსო“)
სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი – ნათია დანელია („ნიკე-ლუსო“)
სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი – თეონა ბაქრაძე („ნიკე-ლუსო“)
სეზონის საუკეთესო ბომბარდირი – კესო მეტონიძე („რაჭა“, 54 გოლი)
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი – თეონა ბაქრაძე („ნიკე-ლუსო“)
სეზონის საუკეთესო მწვრთნელი – გაგა კირკიტაძე („ნიკე-ლუსო“)

 

ავტორი: