|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის ტურიზმის ცენტრმა მხოლოდ დეკემბერში 100 000 ლარი დახარჯა" - გიგა შუშანია

ქუთაისის მერიის ააიპ ტურიზმის ცენტრმა მხოლოდ დეკემბერში 100 000 ლარი დახარჯა- ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიგა შუშანიამ ბრიფინგზე ააიპის მიერ გაწეულ ხარჯებზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, არამიზნობრივია.

შუშანიას თქმით, პანდემიის პირობებში, როდესაც ეკონომიკური კრიზისია, ტურიზმის ცენტრმა შეიძინა ტექნიკა, საჩუქრები, ტკბილეული და ავეჯი, ასევე შუშანიას ინფორმაციით, დაკეტილ აეროპორტში მხოლოდ სტიკერების დაკრისთვის 17 220 ლარი დაიხარჯა. წლის განმავლობაში კი ცენტრის ბიუჯეტი 700 000 ლარია.

შუშანიას თქმით, არსებული ტენდენცია ახალი მერის პირობებში გრძელდება და პირველ რიგში, ახალმა მერმა ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე ზრუნვა დაიწყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი