|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის“ რეორგანიზაცია იგეგმება

ქუთაისის მერიის ააიპი „ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის“ რეორგანიზაცია იგეგმება. საკითხს დღეს  ქუთაისის საკრებულო განიხილავს. 

არსებული ინფორმაციით, იგეგმება „იმერეთის ადგილობრივი ტურიზმის მართვის ორგანიზაციის“ შექმნა, რომლის შემადგენლობაში ქუთაისის ტურიზმის ცენტრიც შევა. 

 ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ტატო ლილუაშვილის განმარტებით, კადრების შემცირება არ მოხდება.

"იცვლება ორგანიზაციის წესდება. თუ აქამდე მხოლოდ ქუთაისს მოვიცავდით, ამის შემდეგ ორგანიზაცია იმერეთს მოიცავს. ტურისტი რომ მოდის, მხოლოდ ქუთაისით მაინც არ შემოვიფარგლებით, ვმუშაობით მთელ იმერეთზე. შემდეგაც  იგივეს გავაგრძელებთ,  ამიტომ  არც კადრების შემცირება მოხდება", -განაცხადა ტატო ლილუაშვილმა. 

ტურიზმის რეგიონალური ცენტრი იმერეთის მხარეს მოემსახურება.  დაფინანსება ქუთაისის ბიუჯეტიდან იგივე რჩება, რასაც მხარის მუნიციპალიტეტებიდანაც დაემატება. ცვლილება მსოფლიო ბანკის პროექტს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, ყოველწლიურად მხოლოდ რეგიონალური ტურისტული გაერთიანებები 100 ათასი ევროთი დაფინანსდება.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე