|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ტურისტული ლოგოს შესარჩევად კონკურსი მეორედ გამოცხადდება

ქუთაისის ტურიტული ლოგოს შესარჩევად კონკურსი მეორედ გამოცხადდება. ამის შესახებ "ნიუპრესს" ქუთაისის მერიიდან აცნობეს. პირველ ეტაპზე შერჩეული ლოგო  განხილვის საგანი გახდა. ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებული განცხადებით, ახალი ლოგო ჯერ მერიას არ დაუმტკიცებია: "ქუთაისის ტურისტული ლოგოს შესარჩევად კონკურსი ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა. წარმოდგენილი 38 ვარიანტიდან კომისიის მიერ შეირჩა ერთი, თუმცა არ მომხდარა ლოგოს ოფიციალურად დამტკიცება. კომისიის მიერ შერჩეულმა ლოგომ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამის გამო ქუთაისის მერია ქალაქის ტურისტული ლოგოს შესარჩევ კონკურს რამდენიმე დღეში ხელმეორედ გამოაცხადებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ტურიზმის განყოფილების ინფორმაციით, მერიაში შესული ლოგოს ვარიანტები იქნება საჯარო  და ყველა ადამინს მიეცემა საშუალება შერჩევაში მიიღოს მონაწილეობა.

შეგახენებთ, პირველ ეტაპზე კონკურსში გამარჯვებული სოსო უგრეხელიძე გახდა.

 

 

ავტორი: ანა ჯიქია