|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართა

ქუთაისის ცენტრში უკრაინის სოლიდარობის მორიგი აქცია გაიმართა. აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ჩვეულებრივი მოქალაქეები შეიკრიბნენ და ბანერები გაშალეს.

ისინი აპროტესტებენ რუსეთის აგრესიას, ამავე დროს აკრიტიკებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გუშინდელ ხისტ განცხადებებს. 

აქტივისტების განცხადებით, აქციები გაგრძელდება იმ დრომდე,  ვიდრე რუსეთი უკან არ დაიხევს.  აქციის მონაწილეების თქმით, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და ომი უკრაინის გამარჯვებით უნდა დასრულდეს.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის გიგა შუშანიას განცხადებით, უკრინის ქალაქების ნაწილი,  რომლებიც ახლა რუსული ავიაციის მიერ იბობმება ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქებია. მან ადგილობრივ ხელისუფლებას მეგობარი ქალაქებისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მოწოდებით მიმართა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა