ქუთაისის უნივერსიტეტი საქველმოქმედო პროექტიისათვის - "გვირილობა 2020" თანხის შეგროვებას უერთდება
ქუთაისის უნივერსიტეტი საქველმოქმედო პროექტიისათვის - "გვირილობა 2020" თანხის შეგროვებას უერთდება.
covid-19-ის ფონდში მინიმუმ 15 ლარის გადარიცხვის შემთხვევაში უნივერსიტეტი საჩუქრად ბრენდირებულ ჰუდს გასაცემს.
"ქუთაისელებო, გილოცავთ "გვირილობას" და გიწვევთ საქველმოქმედო პროექტში - გვირილობა 2020
"გვირილობა სათავეს იღებს ტუბერკულიოზით დაავადებულების დასახმარებლად დაწყებული საქველმოქმედო აქციიდან - ქუთაისელი გიმნაზიელი გოგონები სიმბოლურ ფასად ყიდდნენ გვირილებს და შეგროვებული თანხით მძიმე სენით დაავადებულებს ეხმარებოდნენ. დღესაც იგივე გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მხოლოდ განსახვავებულია დაავადების სახელი და სიმპტომები. ჩვენი მიზანი კი კვლავ იგივეა - დაავადების წინააღმდეგ გაერთიანება! ქუთაისის უნივერსიტეტი საჩუქრად გადასცემთ ბრენდირებულ ჰუდებს, თუ მინიმუმ 15 ლარს covid-19-ის ფონდში გადარიცხავთ და წარმოგვიდგენთ დამადასტურებელ დოკუმენტს" -აცხადებს უნივერსიტეტი.
პროცედურის შესასრულებლად საჭიროა მიჰყვეთ ბმულს:
P.S ფორმის შესავსებად აუცილებელია google-ანგარიშის ქონა, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ "მესენჯერში".
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 63.16%
არა - 36.84%
არ ვიცი - 0%
სულ - 19 ხმა