|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ვალი 28 მილიონს შეადგენს, ადმინისტრაციული ხარჯები უცვლელია - გიგა შუშანია

ქუთაისის ვალი კი 28 მილიონს შეადგენს ადმინისტრაციული ხარჯები უცვლელია, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგა შუშანია აცხადებს.

"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის ბიუჯეტის მოსალოდნელ სეკვესტრზე საუბრობს. ორგანიზაციის წევრმა გიგა შუშანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ბიუჯეტში არსებულ პრობლემებზე უსაუბრა.

მისი თქმით, მერიის წარმოდგენილი ექვსთვიანი ანგარიშით ირკვევა, რომ ქალაქში შემოსავლები შემცირებულია, ადმინისტრაციული ხარჯები უცვლელი, ქალაქის ვალი კი 28 მილიონს შეადგენს.

შუშანიას თქმით, პრემიერის გადაწყვეტილება, მერებისთვის ანაზღაურების გაზრდასათან დაკავშირებით მოსახლოების დაცინვაა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი