ქუთაისის ვიცე-მერს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქუთაისის ვიცე-მერს ირაკლი ქარქაშაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება და მკურნალობას სახლში აგრძელებს.
ქარქაშაძის თქმით, პისიარ ტესტის პასუხი გუშინ მიიღო და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ქარქაშაძე რამდენიმე დღის წინ თვითიზოლაციაში გადავიდა, რადგან ის იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის კონტაქტი იყო.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 636 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა