ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში თანამშრომლები და ბენეფიციარები დაინფიცირდნენ
ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსით ინფიცირების რამდენინე შემთხვევა გამოვლინდა. პანსიონატის დირექტორის მალხაზ ბადირეიშვილის ინფორმაციით, ინფიცირებულია სამი ბენეფიციარი და ათი თანამშრომელი.
ინფიცირებულები საჩხერის სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამასთან, პანსიონატში რამდენიმე პირის ტესტის პასუხს ელოდებიან.
პანსიონატში ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება. მათი ინფორმაციით, ინფიცირება, სავარაუდოდ, უსიმპტომო თანამშრომლისგან მოხდა.
პანსიონატში კარანტინია და როგორც ბენეფიციარები, ასევე თანამშრომლები შენობაში ცხოვრობენ. პანსიონატაში 98 ბენეფიციარი ყავთ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი