ქუთაისისა და ჭიათურის მულტიფუნქციურმა ცენტრებმა ევროპის საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღეს
ქუთაისის მულტიფუნქციურმა ცენტრმა ევროპის საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას მულტიფუნქციური ცენტრის ხელმძღვანელი ნატალი პატარიძე ავრცელებს.
„ჩვენმა ცენტრმა ოფიციალურად მიიღო ევროპის უმაღლესი განათლების განვითარების ასოციაციის (EAHEA) სრული აკრედიტაცია!
ამ აკრედიტაციის მოპოვება მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ცენტრის მზადყოფნას, უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი განათლება და პროფესიული განვითარება.
აღნიშნული აღიარება ხელს შეუწყობს ჩვენი პროგრამების განვითარებასა და საერთაშორისო პროექტებში აქტიურ ჩართულობას.
EAHEA-ს მიზანი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და სტანდარტების საერთაშორისო დონეზე განვითარებაა. მის მიერ აკრედიტაციის მინიჭება კი ნიშნავს, რომ ცენტრის პროგრამები უმაღლესი სტანდარტების დაცვითაა შემუშავებული და მის მიერ გაცემული სერტიფიკატები საერთაშორისოდაა აღიარებული.
მადლობა ჩვენს გუნდს და მხარდამჭერებს ამ მნიშვნელოვან საქმეში თანადგომისთვის!", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღიუარება მოიპოვა ასევე ჭიათურია მულტიფუნციურმა ცენტრმა.
აღნიშნულ ცენტრებს ფინანსურ მხარდაჭერას კომპანია„ ჯორჯიან მანგანეზი“ უწევს.
ავტორი:
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 87.5%
არა - 12.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 8 ხმა