ქუთაისმა ახალი სპეცტექნიკა შეიძინა, მათ შორის თოვლის საწმენდი მანქანა
სიახლეები -
2025-11-15 11:59:00
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ ავტოპარკისთვის ახალი ტექნიკა შეიძინა. ქალაქის მერიის ინფორმაციით, ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების და მყარი ნარჩენების გატანის გაუმჯობესების მიზნით, „სპეცსერვისებს“ ამ ეტაპზე გადაეცა უახლესი მოდელის 12 კუბიანი 6 ნაგავშემკრები ავტომობილი, 3 თვითმცლელი ავტომობილი და 22 მეტრიანი ამწე კალათა. ა(ა)იპ "სპეციალურ სერვისებს" ახალი ტექნიკა ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა გადასცეს. წლის ბოლომდე კიდევ 6 ერთეული სპეცტექნიკა გადაეცემა „სპეცსერვისებს“, მათ შორის, თოვლის საწმენდი მანქანაც.