|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისმა გოგონათა და ჭაბუკთა შორის ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა

მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შეჯიბრებები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.
ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქუთაისელმა სპორტსმენებმა. ჩემპიონები გახდნენ: ლილე სვანაძე - 9 წლამდე გოგონათა შორის; მართა დოგრაშვილი - 11 წლამდე გოგონათა შორის; ანასტასია ჭიჭინაძე - 13 წლამდე გოგონათა შორის; ბარბარე აშოთია - 15 წლამდე გოგონათა შორის და დავით თათვიძე - 13 წლამდე ჭაბუკთა შორის.
ჩემპიონები და საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები ქუთაისის მერის მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ დააჯილდოვეს.
პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე იასპარეზებენ. 
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 72.73%
არა - 27.27%
არ ვიცი - 0%
სულ - 11 ხმა