|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისმა გზა დამილოცა დიდი წარმატებისაკენ" - იანო ალიბეგაშვილი

ქუთაისმა გზა დამილოცა დიდი წარმატებისაკენ, -განაცხადა ცნობილმა ქართველმა სოპრანომ იანო ალიბეგაშვილმა ქუთაისში გამართული კონცერტის შემდეგ.

როგორც მომღერალმა აღნიშნა, პირველი წარმატება ქუთაისში მოიპოვა, როდესაც კონსერვატორიის სტუდენტი კონკურსის ლაურეტატი გახდა, შემდეგაც ქუთაისში ხშირად ჩამოდიოდა: "მე ქუთაისს არასოდეს ვაკლდი, ჩამოვდიოდი ფესტივალებზე, მე მიყვარს ეს ქალაქი, ამიტომაც ყოველთვის სიხარულით ჩამოვდივარ აქ", - განაცხადა იანო ალიბეგაშვილმა "ნიუპრესთან" საუბარში.

ევროპაში ცნობილმა ქართველმა სოპრანომ გერმანიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსებისაგან შემგარი სექსტეტთან   „DEL ARTE” ქუთაისელი მსმენელისათვის კონცერტი გამართა. 

 ჯგუფის ქუთაისელი წევრის ვიტალი სიხარულიძის განმარტებით, ისინი საქართველოში იმყოფებიან კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ფესტივალის - „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ფარგლებში, ხოლო ფესტივალის  სამხატვრო ხელმძღვანელი  იანო (თამარ) ალიბეგაშვილია. მუსიკოსის თქმით, როგორც კი გადასცეს ქუთაისში კონცერტის გამართვის შეთავაზება, ქალბატონი იანო უყოყმანოდ დათანხმდა მას. 

 კონცერტი, რომელიც  "გვირილობის" ფარგლებში გაიმართა,  იყო მათი საჩუქარი ქუთაისისათვის.

ღონისძიება ააიპი კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა.

კონცერტის დაწყებამდე თეატრის ფოიეში  ბაილა ჭეიშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე