ქუთაისმა ჯორჯ ბალანჩინის V საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალს უმასპინძლა
ქუთაისმა ჯორჯ ბალანჩინის V საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალს უმასპინძლა.
ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, ორი დღის განმავლობაში, მაყურებელს თავიანთი ხელოვნება წარუდგინეს საქართველოს, ესტონეთის, ლატვიის, ყაზახეთის პროფესიონალმა და თვითშემოქმედებითმა კოლექტივებმა, ცალკეულმა შემსრულებლებმა.
ფესტივალის საერთაშორისო, პროფესიონალურმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები და პრიზიორები სხვადასხვა ნომინაციებში.
ჯორჯ ბალანჩინის V საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
საერთაშორისო ფესტივალის მიზანია ბალეტის სფეროს პოპულარიზება და ქუთაისში კულტურული ტურიზმის ხელშეწყობა.
ავტორი:
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 100%
არა - 0%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა