გაჩერებული ტრანსპორტი და 36 ახალი ავტობუსი ქუთაისში
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის ფონზე ქუთაისს კიდევ 36 ახალი ავტობუსი გადაეცა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქუთაისს, ჯამში, 50 მგზავრზე გათვლილი 30 ახალი ავტობუსი და 83 მგზავრზე გათვლილი 6 ახალი ავტობუსი გადასცა.
ყველა სატრანსპორტო საშუალება სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, საერთო ჯამში, 18.7 მილიონ ევროს ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას.
ქუთაისს ამ პროგრამის ფარგლებში საბოლოოდ 60 ავტობუსი გადაეცემა. ყველა ახალი ავტობუსი ჩაერთვება ქალაქის სატრანსპორტო ქსელში და ქუთაისში ყველაზე დატვირთულ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს ჩაანაცვლებს.
შეგახსენებთ, 28 ნოემბრიდან პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება 2 თვით აიკრძალა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა