|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისს უნდა ყავდეს მერი, რომელიც არ ემორჩილება არცერთი პარტიის გადაწყვეტილებას" -ხატია დეკანოიძე

მე ვიბრძოლებ თქვენთან ერთან და ვიქნები ყველა იმ ადამიანთან ერთად,  ვინც იმსახურებს პროგრესს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა ქუთაისში საარჩევნო კამპანიის დაწყებისას. 

მისი თქმით, არავის ეშინია იმის, რომ "ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს ყველაფერი იკადროს. 

"ყველანი 2 ოქტომბერს მივდივართ არჩევნებზე და ვეუბნებით უარს იმ რეჟიმს,  რომელმაც უკადრებელი აკადრა ქუთაისის.  მზად ვარ მართლაც ამ ისტორიულ სიტუაციაში ჩავერთო ბრძოლაში თქვენთან ერთად და იმ ადამიანებთან ერთად, ვინც იმსახურებს პროგრესს", -განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

მერობის კანდიდატის თქმით, ის იქნება ხალხის რჩეული და არა რომელიმე პარტიის და უწყების ინტერესების გამტარებელი. 

"ქუთაისი ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია პოლიტიკურად, ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით. აქვს ძალიან დიდი დატვირთვა და "ქართულმა ოცნებამ" დაამცირა, როდესაც საპარლამენტო ქალაქოს სტატუსი ჩამოართვა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ქუთაისი უნდა გახდეს, ერთ-ერთი პროგრესის ქალაქი, მას უნდა ყავდეს მერი, რომელიც არ ემორჩილება არცერთი პარტიის გადაწყვეტილებას, რომელიც არ უხრის თავს ძალოვან უწყებებს და რომელიც არ არის ჩართული კორუფციაში. ჩემი კამპანია იქნება ძალიან ფრთხილი და დღესაც მოკრძალებული შეხვედრა გვექნება, პანდემიის პირობებში", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ქუთაისში სხვა ოპოზიციური პარტიების  მხარდაჭერითაც ისარგებლებს.  

ავტორი: ნიუპრესი