ქუთაისსა და იმერეთში კონტროლის გამკაცრება არ იგეგმება - ზვიად შალამბერიძე
ქუთაისსა და იმერეთში კონტროლის გამკაცრება არ იგეგმება - ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა მუნიციპალილეტში. სადაც ახალი ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
"კონტროლის გამკაცრება არ იგეგმება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ თავიდან ბოლომდე ვფლობთ სიტუაციას, იმერეთში, ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ვანშიც, თერჯოლაშიც, ბაღდათშიც და ქუთაისშიც, სადაც დაფიქსირდა ვირუსის შემთხვევები. სადაც საჭიროა მიმდინარეობს თერმოსკრინინგი", -განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვანში თერმოსქრინინგი 23 200 ადამიანმა გაიარა, ტემპერატურა მხოლოდ რამდენიმე ადამიანს დაუფიქსირდა, თუმცა ახალი ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომების გარეშე.
ავტორი: ნიუპრესი