|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისსა და ნანჩანგს (ჩინეთი) შორის დამეგობრების შეთანხმებას ხელი მოეწერა

 ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და ნანჩანგის მერმა ვან გუანმინმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიზანია ორმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მეგობრული თანამშრომლობის განვითარება ორ ქალაქს შორის.

„დღეს ხელი მოვაწერეთ ჩინეთის ქალაქ ნანჩანგთან დამეგობრების მემორანდუმს. ნანჩანგი, ისევე როგორც ქუთაისი, უძველესი ქალაქია. სხვაც ბევრი რამ გვაქვს საერთო, მათ შორის ის, რომ ნანჩანგიც ვითარდება, როგორც საუნივერსიტეტო ქალაქი. 2015 წელს დავიწყეთ ურთიერთობა ნანჩანგთან და დღეს ოფიციალურად გავაფორმეთ ჩვენი დამეგობრება. ჩვენი მიზანია ორ ქალაქს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა, თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, მეცნიერების, ტექნოლოგიის, კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანდაცვის და ტურიზმის სფეროებში .“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა