|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, 2019 წლიდან დღემდე, 60 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

2019 წლიდან დღემდე, ქუთაისის 60 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქალაქების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში აწარმოებს.  

ამ დროისათვის 2 ცენტრალური ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს - აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია 2020 წლის სექტემბრში დაიწყო, ხოლო 2019-2020 წლებში დასრულდა 2 ცენტრალური - ახალგაზრდობისა და ჭავჭავაძის გამზირების რეაბილიტაცია.

რეაბილიტაციის ფარგლებში, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, ეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 39 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო სარეაბილიტაციო ქუჩების საერთო სიგრძე 34 კმ-ზე მეტი.

ქუთაისში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი წერეთელმა დაათვალიერეს.

ავტორი: ნიუპრესი