ქუთაისში 2019 წლის პირველი ახალშობილი თომა ჯალაღანია გახდა
2019 წლის პირველი ქუთაისელი პირველ იანვარს 00.05 საათზე დაიბადა. ახალშობილი თომა ჯალაღანიაა, რომელიც ქუთაისის #3 სამშობიარო სახლში დაიბადა.
იმავე დღეს ქალაქის სხვადასხვა სამშობიაროში სულ 8 ბავშვი დაიბადა. ახალშობილი თომა ჯალაღანია და დედა ნათია ჯაბუა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოინახულა.
ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, ყველა ვინც პირველ იანვარს დაიბადა, გარკვეულ თანხას მიიღებს. ამისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში 5 000 ლარია გათვალისწინებული.
აღნიშნული თანხა თითოეულ მათგანზე თანაბრად გადანაწილდება.

ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.85%
გაუარესდა - 53.79%
არ შეცვლილა - 11.36%
სულ - 132 ხმა


16:17
12:09
11:59
17:20
















