ქუთაისში 26 წლის გოგო კორონავირუსით გარდაიცვალა
ქუთაისში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, 26 წლის გოგოს კორონავირუსი ქონდა და ის კლინიკაში დაგვიანებით გადაიყვანეს.
გარდაცვლილის დედის თქმით, კლინიკებში ადგილები არ იყო და მისი შვილის გადაყვანა ამიტომ ვერ შეძლეს. პაციენტი კლინიკაში 31 ოქტომბერს შეიყვანეს და მეორე დღეს გარდაიცვალა.
ოჯახის მტკიცებით, გარდაცვლილს სხვა დაავადება არ აწუხებდა. ის დედისგან დაინფიცირდა, მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, მოულოდნელად დამძიმდა და ხანგრძლივის მცდელობის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს.
ოჯახი მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს, ამბობენ, რომ ტესტზე პასუხი მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მიიღეს. ასევე აცხადებენ, რომ ცხედარი სახლში სპეციალური შეფუთვის გარეშე მიასვენეს და არც დაკრძალვის შემდეგ მომხდარა დეზინფექცია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი