|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 26 მაისს ეკა კვალიაშვილი იმღერებს

 26 მაისს საზეიმო ღონისძიებები ბალახვანში, ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარედ გაიმართება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ღვინის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, საზეიმოდ აღინიშნება.  
პროგრამა:
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
12:00 – 19:00 ქუთაისის აეროპორტის ინფორმაციული, საგამოფენო სივრცე;
12:00 – 19:00 მულტიფუნქციური სივრცე: ბავშვებისა და უფროსებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობები (მაგიდის ფეხბურთი, მაგიდის ჰოკეი, ჩამოაგდე ჯოხი, ლაბირინთი, მეგა ბიარ პონგი), VR, მასიური ჩემოდნების ფოტო ზონა, მოსასვენებელი კუთხე;
12:00 – 19:00 საბავშვო ზონა: ბავშვების ვორქშოფების ზონა/ფერადი სახლები (საჰაერო ბურთის ვორქშოპი, სასურათე სამახსოვრო ფორმების ვორქშოპი, თვითმფრინავის ვორქშოპი), საბავშვო ფოტო ზონა;
12:00 – 19:00 სიმულაციის ოთახი: თვითმფრინავის კუდის იმიტირებული კუთხე, ოთახი ფრენის სიმულაციისთვის;
საქართველოს ფოსტა
12:00 – 19:00 ფოტო-ზონები: 26 მაისის მთავარი ინსტალაცია, საქართველოს ფოსტის ლოგოს ინსტალაცია (ჩიტები), მოცულობითი კონვერტი;
12:00 – 19:00 საგამოფენო სივრცე: საქართველოს ფოსტის ინფორმაციული, საგამოფენო სივრცე;
12:00 – 19:00 საბავშვო ზონა: ბავშვების ვორქშოფების ზონა საქართველოს ფოსტის ლოგოს ორიგამის ვორქშოპი, მარკების არტ ვორქშოპი, კონვერტის დამზადების ვორქშოპი), საბავშვო აქტივობები (ამანათების ჩალაგება, წერილების დახარისხება, აქტივობა: დაიჭირე კონვერტი);
12:00 – 19:00 მულტიფუნქციური სივრცე: ძველებური ფოსტის იმიტაცია, კალიგრაფისტის მიერ გრაგნილებზე ვიზიტორების სურვილისებრ მათი სახელების დაწერა;
12:00 – 19:00 გაცოცხლებული პერსონაჟები: საქართველოს ფოსტის ანიმაციური გმირები, მასიური თოჯინები (ფოტო-ზონა);
ღვინის ეროვნული სააგენტო
13:00 ორკესტრის მსვლელობა;
13:00-17:00 - სამხედრო ტექნიკის გამოფენა;
13:00 - 17:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა;
14:00 - 17:00 იმერული ჯიშის ღვინოები, ღვინის სივრცეში სომელიეს თანხლებით;
13:30-17:00 - საბავშვო სივრცე: გვირგვინების დაწვნის მასტერკლასი, სხვადასხვა თამაშები;
13:15 – 15:00 - დღის კონცერტი - ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და შემსრულებლების მონაწილეობით;
17:10 - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო - საზეიმო აღნიშვნა, საქართველოს ჰიმნი- ქ. ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდი;
 
17:20 - დასკვნითი კონცერტი: დათო არჩვაძე, ანუკი ცქვიტინიძე, გელა დონაძე, აჩიკო ცანკაშვილი, სოფო პაპუაშვილი, ეკა კვალიაშვილი, ნუკა კვალიაშვილი, სანდრო კობახიძე, ელენე ფოჩხუა, ქართული ხმები , დავით ილურიძის ბენდი, ალილო და დიჯეი გიგა პაპასკირის მონაწილეობით;
ღონისძიებას წაიყვანს მაია დათუნაშვილი.

ავტორი: