ქუთაისში 27 ათასამდე მოსწავლემ სწავლა საკლასო ოთახებში განაახლა
ქუთაისის 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს საკლასო ოთახებში განახლდა. ქუთაისის 28 035 მოსწავლიდან ამ დროისათვის დისტანციურად სწავლა 1250-მა არჩია.
მოსწავლეებს სკოლაში შესვლამდე თერმოსკრინინგი ჩაუტარდათ. მუხუთე კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სკოლაში პირბადით ყოფნა ევალებათ. აუცილებელია ასევე დისტანციის და ვირუსისაგან პრევენციის სხვა ზომების დაცვა.
შემცირებულია გაკვეთილების ხანგრძლივობა და რაოდენობა.
მოსწავლეებს გადაწყვეტილების შეცვლაზე განცხადების გაკეთება ყოველი კვირის ოთხშაბათს შეუძლიათ.
რეგულაციების დაცვა მოუწევთ მასწავლებვლებსა და სკოლაში დასაქმებულ პერსონალს. მათ ტესტირება ორ კვირაში ერთხელ ევალებათ. როგორც ცნობილია, ქუთაისის 800-მდე პედაგოგმა უკვე გადაიტანა კორონავირუსი.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა