ქუთაისში 36-ე სკოლასთან აქციაზე მყოდ მოსწავლეებს „ოცნების“ აქტივისტი მიეჭრა
დაპირისპირება იყო ქუთაისში 36-ე სკოლასთან. ადგილზე, სადაც მოსწავლეების აქცია მიმდინარეობს, უცნობი პირი მივიდა და მშობლებსა და მოსწავლეებს დაუპირისიპირდა.
ის მშობლებს ბრალს სდევდა, რომ შვილებს ცრუ ინფორმაციას აწვდიან, ბავშვებს კი საკმაოდ აგრესიულად მიმართავდა, რომ მათ აქციაზე ყოფნის უფლება არ ჰქონდათ. როგორც გაირკვა, ის არც მშობელი იყო და არც სკოლის წარმომადგენელი.
ხმამაღალი საუბრისა და სიტყვიერის დაპირისპირების შემდეგ მოქალაქემ თქვა, რომ ის გაგა ამბროლაძეა. როგორც ცნობილია, აღნიშნული პირი „ქართული ოცნების“ აქტივისტია.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა