ქუთაისში 37 წლის სამხედროს ეძებენ
ქუთაისში 37 წლის სამხედროს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, დათო ნოზაძე სახლიდან 23 მაისს, 06:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.
გაუჩინარებული მამაკაცი ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის თანამშრომელია, ის კავშირგაბმულობის განყოფილებაში მუშაობს.
“23 მაისის დილის 06:00 საათზე სახლიდან გავიდა დათო ნოზაძე ბოლო კონტაქტი ფიქსირდება ქუთაისში (პასილოკში) მდებარე "მაგნიტის" კამერებში და სავარაუდოდ, აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით გააგრძელა მოძრაობა”,- წერია ახლობლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ძებნის პროცესში ჩართულია პოლიციაც, დაწყებულია სპეციალური საგამოძიებო მოქმედებები.
ამოცნობის შემთხვევაში დაუკავშირდით ნომერზე: 598444650.
ავტორი: ნიუპრესი