|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 55 წლის ქალი დედა პირველად გახდა

ქუთაისში 55 წლის ქალმა შვილი გააჩინა. ინფორმაციას "ხონელიძის კლინიკა" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ირმა ოსაძემ პირველად განიცადა დედობის ბედნიერება, მან ქვეყნად მოავლინა ულამაზესი გოგონა ანასტასია მეგრელი.

დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ. მას ორსულობის 9 თვიანი პერიოდის განმავლობაში პატრონაჟს უწევდა ,,ხონელიძის კლინიკის" მეან- გინეკოლოგი დავით ხინგავა.

,,ხონელიძის კლინიკა" სრული შემადგენლობით ულოცავს ამ დიდ ბედნიერებას მეგრელი-ოსაძეების ოჯახს. გვიხარია, რომ თქვენის დახმარებით კიდევ ერთხელ დავამსხვრიეთ ასაკობრივი ბარიერები. თქვეთან ერთად შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არასდროსაა გვიან, გახდე მშობელი. უბრალოდ, ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რაც გვინდა, ვნატრობთ და გვჭირდება", - წერია კლინიკის ინფორმაციაში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი