|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 65 წლის კაცი 7 წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დააკავეს

ქუთაისში მოზარდის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე 65 წლის მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა წუხელ ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა 7 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა. მომხდარის შესახებ არასრულწლოვანმა ოჯახს აცნობა, რის შემდეგაც სამართალდამცველები გამოიძახეს.

ადგილზე ხმაური იყო, მეზობლები მამაკაცის ცემას აპირებდნენ, რის გამოც ის კორპუსიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს.

მომხდარის დეტალებზე ოჯახს და ადგილობრივებს საუბარი არ სურთ. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა