|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

ენერგო პრო ჯორჯიას ქუთაისის რესურსცენტრის  ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 თებერვალს მაღალი ძაბვის ქვესადგურ "ბაკისუბანში" დაგეგმილი სარეაბილიტაციო და პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 06:00 საათიდან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. ქუთაისში ნიკეას, ლომოურის, კ. გამსახურდიას, ასათიანის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე, ნაწილობრივ - ილია ჭავჭავაძის გამზირს.

აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში. სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება..

 

ავტორი: ნიუპრესი