|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში აგვისტოს ომის მემორიალს რეაბილიტაცია უტარდება

ქუთაისში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალის რეაბილიტაცია დაიწყო, - ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.  პროექტის მიხედვით, მემორიალი სრულად განახლდება, შეიცვლება კომპოზიცია, განთავსდება ახალი ქანდაკება და ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი, გამწვანებითა და განათებით.

მემორიალზე მიმდინარე სამუშაოებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია, მოქანდაკე გიორგი კიკვაძესთან ერთად გაეცნენ.

მერიის ცნობით, მემორიალის რეაბილიტაციის გამო, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 8 აგვისტოს ბაგრატის ტაძარში გაიმართება. სასულიერო პირები დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან, ტაძრის ეზოში კი, აგვისტოს ომის თემაზე ფოტოგამოფენა მოეწყობა.

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა